კომპანიის შესახებ

გედევანიშვილი და კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია დაარსდა 2013 წელს, ნინო გედევანიშვილის მიერ. პროფესიონალიზმი, ნდობა და თანმიმდევრულობა გედევანიშვილი და კომპანიას ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან კომპანიად აქცევს.


კომპანიის თითოეულ თანამშრომელს აქვს დიდი გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი. გუნდი კარგად იცნობს ადგილობრივ ბაზარს, რაც კომპანიას დახვეწილ და სანდო  პარტნიორად აქცევს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე მის ფარგლებს გარეთ.


გედევანიშვილი და კომპანია სპეციალიზირებულია უძრავი ქონების გაყიდვით, როგორც საქართველოში ის მის ფარგლებს გარეთ.  კომპანიას ჰყავს  პროფესიონალი წარმომადგენლები, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ესპანეთში.

კომპანიას აქვს რამდენიმე მიმართულება: საბროკერო მიმართულება, უძრავი ქონების მენეჯმენტი და უძრავი ქონების შეფასება. 

საბროკერო მიმართულება

  • კომერციული უძრავი ქონება

კომერციული უძრავი ქონების გაქირავება/გაყიდვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მომსახურება მოიცავს უძრავი ქონების მოძიებიდან მის გაქირავებამდე  სრულ პროცესს.

  • საცხოვრებელი უძრავი ქონება


კომპანიის საცხოვრებელი ქონების განყოფილება მომხმარებელს სთავაზობს გასაყიდ ან გასაქირავებელ ბინებს, კერძო სახლებს, მიწის ნაკვეთებს აგარაკისთვის.

  • ინდუსტრიული უძრავი ქონება

კომპანიას აქვს ინდუსტრიული და საინვესტიცო ქონების დიდი ბაზა. კომპანიის გუნდი მუშაობს ასეთი ტიპის ქონებების როგორც გაქირავებაზე ისე გაყიდვაზე.

  • გამქირავებლის წარმომადგენლობა

კომპანია მოხმარებელს სთავაზობს იყოს გამქირავებლის ექსკლუზიური წარმომადგენელი უძრავი ქონების ბაზარზე. გააქირაოს და მართოს მისი უძრავი ქონება.

  • მესაკუთრის წარმომადგენლობა

კომპანია მოხმარებელს სთავაზობს იყოს გამყდველის ექსკლუზიური წარმომადგენელი უძრავი ქონების ბაზარზე. გაყიდოს მისი უძრავი ქონება.

უძრავი ქონების მენეჯმენტი

კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი პორთფოლიო ობიექტების, რომელიც კომპანიის მართვაშია. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ქონების მართვას მისი გაქირავებიდან კონტრაქტის ამოწურვამდე.


უძრავი ქონების შეფასება

კომპანიას ყავს შემფასებელთა პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუშაობს, როგორც საცხოვრებელი ის არასაცხოვრებელი და სპეციალიზირებული უძრავი ქონების შეფასებაზე.