06.12.2019

როგორ ვიპოვოთ კარგი უძრავი ქონების ბროკერი წარმატებული გაყიდვისთვის?

მომხმარებელი საქართველოში, უძრავი ქონების ბროკერს ძირითადად   შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს. ინფორმაციის მოძიება ხდება ინტერნეტით და კომუნიკაცია გასაყიდი, თუ გასაქირავებელი ქონებების შესახებ, ხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გამყიდველს ძალიან ხშირად, წარმოდგენაც არ აქვს უძრავი ქონების იმ ბროკერზე, რომელსაც ქონება ჩააბარა გასაყიდად, ან გასაქირავებლად. ხშირად ხდება ისეც, რომ ბროკერის თხოვნის მიუხედავად, გამყიდველი არ გამოხატავს მზაობას შეხვდეს იმ ადამიანს ვისაც ანდო ქონება. დღევანდელი გამყიდველები თვლიან, რომ ქონების ფოტოების გადაგზავნა საკმარისია იმისათვის, რომ უძრავი ქონების აგენტმა წარმატებულად შეძლოს მისი გაყიდვა. სინამდვილეში, უძრავი ქონების ბროკერის შერჩევა რთული და საუყრადღებო პროცესია.

რამოდენიმე წესი როგორ იპოვოთ უძრავი ქონების საუკეთესო ბროკერი:

  • მოიძიეთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული საბროკერო კომპანიების შესახებ, ჯერ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებში, შემდეგ ინტერნეტში
  • პირველ რიგში დაუკავშირდით იმ ბროკერებს, რომელთაც რეკომენდაცია გაუწიეს თქვენმა ახლობლებმა
  • შეხვდით უძრავი ქონების ბროკერს მის სამუშაო გარემოში, ნუ შეხვდებით ოფისში. კარგი ბროკერები ძალიან ცოტა დროს იმყოფებიან ოფისებსა და სამუშაო მაგიდებთან
  • გაესაუბრეთ აგენტის მიმდინარე და ძველ კლიენტებს, აიღეთ რეკომენდაციები მათგან. დაუსვით თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები
  • გაიგეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის რამდენწლიანი გამოცდილება აქვს ბროკერს. თქვენ გჭირდებათ ბროკერი, რომელსაც არ ეშინია დააკაკუნოს ნებისმიერ კარზე და შესთავაზოს ქონების გაყიდვა ან გაქირავება ნებისმიერს შემხვედრს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ გამოცდილებით მოდის.
  • დარწმუნდით, რომ თქვენს ბროკერს აქვს მეილი და იცის როგორ გამოიყენოს კომპიუტერი. აქვს თანამედროვე ტელეფონი და მუდმივი წვდომა ინტერნეტზე. ვინაიდან კლიენტების 85 %, დღეს ქონებას ეძებს ინტერნეტში, აუცილებელია ბროკერი იყენებდეს თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიღწევას, სწრაფი და ხარისხიანი შედეგის მისაღებად.
  • შეხვდით და გაესაუბრეთ რამოდენიმე ბროკერს და აარჩიეთ მათგან საუკეთესო. ნუ აირჩევთ აგენტს რომელიც გეტყვით იმას, რისი მოსმენაც თქვენ გსურთ. იყავით რეალისტები და აირჩიეთ პროფესიონალი აგენტი.
  • დააკვირდით დაკავებული და საქმიანია, თუ არა აგენტი. შრომისმოყვარე აგენტი ძალიან კარგი არჩევანია, თუმცა აქაც სიფრთხილე გმართებთ. ნუ აირჩევთ ძალიან დაკავებულ აგენტს, რომელიც ვერ მოიცლის თქვენი ქონების გაყიდვისა, თუ გაქირავებისთვის
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ბროკერი განათლებულია და კარგად ერკვევა უძრავი ქონების დეტალებში. თუ აღმოაჩენთ, რომ მანაც იმდენივე იცის ამ სფეროს შესახებ რამდენიც თქვენ, გააგრძელეთ ძებნა
  • ნახეთ როგორ აქვს თქვენს მომავალ ბროკერს განთავსებული განცხადებები. რამდენად ხარისხიანი ფოტოებია გადაღებული, სრულყოფილია, თუ არა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა
  • მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი მომავალი ბროკერის შესაებ სხვა საბროკერო კომპანიებში. ინფორმაცია, თუ როგორ ახასიათებენ აგენტს მისი კოლეგები, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია
  • გაარკვიეთ თქვენი მომავალი ბროკერის სამუშაო საათები. მუშაობს, თუ არა ის სრული სამუშაო დღე, არის თუ არა აღნიშული საქმიანობა მისი ძირითადი. თქვენ არ გაწყობთ ბროკერი, რომელიც სამუშაო საათების მხოლოდ ნახევარს უთმობს თქვენი ქონების გაყიდვას

მოეკიდეთ აღნიშნულ თემას გულისყურით და თქვენ აუცილებლად შეძლებთ აარჩიოთ უძრავი ქონების საუკეთესო ბროკერი, რომელიც შეძლებს სწრაფად და სარფიანად გაყიდოს თქვენი უძრავი ქონება.

გისურვებთ წარმატებებს,

ნინო გედევანიშვილი

გედევანიშვილი და კომპანიის დამფუძნებელი/დირექტორი

Gedevanishvili & CO, Real Estate and Brokerage

საქართველოს რეალტორთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

www.gedevanishvili.ge

nino@gedevanishvili.ge