06.12.2019

როგორ გავხდეთ კარგი გამქირავებელი და როგორ დავამყაროთ გრძელვადიანი ურთიერთობები დამქირავებლებთან?

ძალიან ხშირად, გამქირავებლები განიხილავენ დამქირავებლებს როგორც მხოლოდ ფულის გადამხდელ ობიექტებს და არ ცდილობენ განიხილონ ისინი ადამიანებად რომელთაც აქვთ საკუთარი ცხოვრების სტილი, მოთხოვნები და პრიორიტეტები. გამქირავებლები, ძალიან ხშირად, საკმაოდ არასერიოზულად უდგებიან გაქირავების პროცესს და შემდგომ ურთიერთობებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგცეთ რამოდენიმე რჩევა როგორ გავხდეთ კარგი გამქირავებელი, იმისათვის რომ გვქონდეს სტაბილური კონტრაქტი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

მოიძიეთ კონტრაქტის სტანდარტული ფორმა

მოიძიეთ საიჯარო კონტრაქტის სტანდარტული ფორმა. ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტის სტანდარტული პირობები. მოინიშნეთ ის პირობები, რომლებიც მიშვნელოვანია თქვენთვის. ასევე ჩამოწერეთ ისეთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კონტრაქტში და გსურთ რომ იყოს. თავიდანვე სწორად განსაზღვრეთ თქვენი და დამქირავებლის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.

გაერკვიეთ საგადასახადო კანონმდებლობაში

 დაუკავშირდით საგადასახადო კონსულტანტებს და გაარკვიეთ რა გადასახადები გექნებათ გადასახდელი ქონების გაქირავებისას. ეს დაგეხმარებათ სწორად ჩამოყალიბდეთ გასაქირავებელ ფასსზე და იყოთ პატიოსანი გადამხდელი.

მოაწესრიგეთ პრობლემები ბინაში

 ნუ დაახვედრებთ მომავალ დამქირავებლებს გაფუჭებულ ონკანებს ან ტექნიკას, გადამწვარ ნათურებს, დასალაგებელ ბინას და ასე შემდეგ. გაქირავებამდე მოაწესრიგეთ მსგავსი პრობლემები. ნუ შეუქმნით დისკომფორტს თქვენს კლიენტს ბინაში გადასვლის პირველივე დღეს.

დროულად შეასრულეთ კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებები

 ეცადეთ დროულად შეასრულოთ ის ვალდებულებები, რომლებიც აიღეთ კონტრაქტით დამქირავებლის წინაშე. შესაძლებელია დაპირდით ტელევიზორის, ან სარეცხი მანქანის ყიდვას. ნუ გადააცილებთ ვადებს, შეასრულეთ თქვენს მიერ აღებული ვალდებულებები. გახდით სანდო და საიმედო ადამიანი დამქირავებლის თვალში.

იყავით ხელმისაწვდომი

გაქირავების დღეს მიეცით დამქირავებელს თქვენი მობილურის და სახლის ნომერი, იმეილი. აუხსენით რომელი კომუნიკაციის წყაროა თქვენთვის ყველაზე მისაღები. მიეცით შესაძლებლობა დამქირავებელს პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად შეძლოს თვენთან დაკავშირება.

მოუსმინეთ თქვენს დამქირავებელს

დამქირავებლები რეკავენ მხოლოდ მაშინ როცა რეალური პრობლემაა. მანამდე არავის აქვს სურვილი დაურეკოს ქონების მესაკუთრეს. შესაბამისად, როცა დაგირეკავთ დამქირავებელი, მოუსმინეთ ყურადღებით. თუ საკითხის მოგვარება შეუძლებელია ტელეფონით-შეხვდით, მასთან ერთად განიხილეთ პრობლემა და მოიძიეთ გადაჭრის გზები. აგრძნობინეთ თქვენს დამქირავებელს რომ ზრუნავთ მასზე როგორც კლიენტზე.

პატივი ეცით დამქირავებლის პირად ცხოვრებას

თუ გსურთ ბინის დათვალიერება, ან დამქირავებელთან შეხვედრა, ნუ მიხვალთ მასთან სახლში გაუფრთხილებლად. ნუ მიხვალთ თვეში 10 -ჯერ და დღის განმავლობაში 3-ჯერ. ნებისმიერი ვიზიტი წინასწარ შეათანხმეთ დამქირავებელთან და ეცადეთ არ დაარღვიოთ მისი პირადი სივრცე.

 გამოიჩინეთ გულისხმიერება

 იშვიათად, მაგრამ ხდება რომ დამქირავებელი არ იმყოფება ქალაქში, ერთი დღით აგვიანდება ქირის გადახდა, ან მის გარდა, მასთან რამოდენიმე კვირით საცხოვრბლად გადმოდის ძმა, რომელსაც აქვს პრობლემები და ასე შემდეგ. იყავით გულისხმიერი და ეცადეთ გაიზიაროთ მისი პრობლემა. დამქირავებლები აუცილებლად დაიხსომებენ თქვენს სიკეთეს, მეტი პატივისცემით მოგეპყრობიან და მეტად იზრუნებენ თქვენს ქონებაზე.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და აქციეთ თქვენი დამქირავებლები ლოიალურ კლიენტებად, რომლებსაც მუდამ ექნებათ სურვილი ითანამშრომლონ თქვენთან, არ შეგიწყვიტონ კონტრაქტი და იფიქრონ მისი შემდგომი ვადით გაგრძელებაზე.

თუ თქვენ დრო არ გაქვთ მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად, დაიქირავეთ „ფროფერთი მენეჯერი“, რომელიც მოგეხმარებათ მსგავსი საკითხების მოგვარებაში. ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ენერგია. ანდეთ თქვენი უძრავი ქონება პროფესიონალებს. დაგვიკავშირდით!

გისურვებთ წარმატებას!

ნინო გედევანიშვილი

გედევანიშილი და კომპანიის (Gedevanishvili & CO,  Real Estate and Brokerage)დირექტორი და დამფუძნებელი

საქართველოს რეალტორთა ასოციაციის მართველი საბჭოს წევრი

www.gedevanishvili.ge